"ტროტუარი ქვეითებისათვი" ასე ერქვა ფოტო კონკურსსა და გამოფენას, რომელიც ფეხით მოსიარულეთა ზონებში პარკირების შეზღუდვის გასაპროტესტებლად 17 ნოემბერს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მოეწყო. გამოფენა, რომელსაც ორგანიზება არასამთავრობო ორგანიზაციამ "იარე ფეხით" გაუწია, მთელი დღის მანძილზე გაგრძელდა და მასში დაახლოვებით 80-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. 35 კონკურსანტს შორის შეჯიბრიც ჩატარდა და სამი გამარჯვებული გამოვლინდა. გამოფენით ბევრ უბრალო გამვლელიც დაინტერესდა.
კონკურსის მონაწილეებმა ქაღალდზე დაბეჭდილი გაფრთხილებები ტროტურზე უკანონოდ ან დამაბრკოლებლად გაჩერებული მანქანის საქარე მინაზე მოათავსეს, შემდეგ ამ მანქანას ფოტოსურათი გადაუღეს და იგი გამოფენის ორგანიზატორებს გაუგზავნეს. კონკურსის სამმა გამარჯვებულმა საჩუქრად „კონვერსის“ მწვანე, მაღალყელიანი კედი მიიღო.
„იარე ფეხით“ ცდილობს დაიცვას ფეხით მოსიარულეთა უფლებები და მიზნად ისახავს, ხელისუფლების დარწმუნებას, როგორც ეროვნულ ისე მუნიციპალურ დონეზე, დაეხმაროს ფეხითმოსიარულეებს და ამ კუთხით, უკეთესი პოლიტიკა გაატაროს. გამოფენის მთავარ მიზანს კი საქართველოში ტროტუარზე მანქანების პარკირების პრობლემის მნიშვნელობის და მოცულობის გამოვლენა წარმოადგენდა.
(more...)...
იხილე სრულად
ფოტო კონკურსი და გამოფენა ფეხით მოსიარულეთა უფლებების დასაცავად


